16 თებერვალი - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
დამატების თარიღი: 2017-02-16 16:58:00

16 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ფოთში სკოლის მოსწავლეებს შეხვდება.

შეხვედრაზე "გურული დღიურების" ნაწყვეტებს წაიკითხავენ, გიორგი კეკელიძე  თავისი შემოქმედების შესახებ ისაუბრებს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება და მასში წიგნების ავტორები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებები საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.   


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ