96 წელი ოკუპაციიდან
დამატების თარიღი: 2017-02-25 13:11:00

25 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ოკუპაციიდან 96 წლისთავთან  დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ოკუპაციის პერიოდის ამსახველი ფოტომასალა ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტოკოლექციიდან. ასევე წარმოდგენილი იქნება საარქივო მასალები (მარო მაყაშვილის დაბადების მოწმობის, დიპლომების, ჯანმრთელობის ცნობის, დაღუპული იუნკერების სიების და ა.შ. ფოტოასლები), ოკუპაციასთან დაკავშირებით იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების პირადი ნივთები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება,.

ისტორიკოსები დიმიტრი სილაგაძე  და ანტონ ვაჭარაძე მოკლედ მიმოიხილავენ ოკუპაციის პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.  

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ