Bloomsbury Collections ჩვენი მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-06-28 17:35:00

ძვირფასო მკითხველებო,

 

2017 წლის 26 ივნისიდან 26 აგვისტომდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჩაირთო ცნობილი ბრიტანული გამომცემლობის - Bloomsbury Publishing - ციფრული ბიბლიოთეკები: Bloomsbury Collections და Bloomsbury Fashion Central.

მკითხველების აქტიურობის შედეგად და ჩვენი დიდი თხოვნით, უახლესი კოლექცია უკვე მესამედ და ორი თვის ვადით, უფასოდ გადმოწერის შესაძლებლობით ჩაირთო. 

 

Bloomsbury Collections მოიცავს უახლეს ლიტერატურას ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის, ხელოვნების დარგებში, ინტერდისციპლინარული დარგების მკვლევრებისთვის უნიკალური რესურსია. მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობა წელიწადში 1100 ახალ, ძვირადღირებულ სამეცნიერო წიგნს გამოსცემს და არაერთი ჯილდოს მფლობელია.

Bloomsbury Fashion Central გაგაცნობთ მსოფლიო მოდისა და ტანსაცმლის ენციკლოპედიას, 13 000-ზე მეტ ფოტოს, სასწავლო გეგმებს, ციფრულ წიგნებს, ინტერაქტიურ ცხრილებს, გამოფენების არქივებსა და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მოდის ისტორიის გაცნობა ქვეყნების მიხედვით არის შესაძლებელი.

ლიტერატურის ბაზაში - Fairchild Books Library - გაეცნობით კვლევებს ქსოვილების, დიზაინერთა სახლების ისტორიის, ვაჭრობის, ფერების თეორიის, განათებისა და შოუების სპეციფიკის შესახებ. 

ეს მონაცემთა ბაზა ისევე, როგორც Bloomsbury-ის გამომცემლობის ყველა ციფრული კოლექცია, მუდმივად ახლდება და აქტუალურ ინფორმაციას ასახავს.  

ლიტერატურის გადმოწერისთვის დაკლიკეთ ლურჯ ლინკებზე, სასურველ წიგნს და შემდეგ სათითაოდ ყველა ქვეთავს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ