პოპულარული მუსიკის ციფრული ბიბლიოთეკა მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-04-06 13:42:00

ძვირფასო მკითხველებო, 

5 აპრილიდან 5 ივნისამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია ცნობილი საერთაშორისო გამომცემლობის, Bloomsbury Publishing-ის ციფრული ბიბლიოთეკა Bloomsbury Popular Music.  

 ეს უახლესი რესურსი დეტალურად გაგაცნობთ მსოფლიო პოპულარული მუსიკის სხვადასხვა ჟანრის  ისტორიულ წარმომავლობას, ცნობილ ხელოვანებსა და მათ ალბომებს, მუსიკალურ წრეებსა და  სუბკულტურებს, მუსიკალური ინდუსტრიის მუშაობას, სხვადასხვა, უცნობ ინსტრუმენტებსაც. 

 სტუდენტებს, მკვლევრებსა და მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ისარგებლონ  მსოფლიოს პოპულარული მუსიკის ენციკლოპედიითა და კვლევებით სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის  სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

მონაცემთა ბაზას ახლავს  მსოფლიო მუსიკის ისტორიის ინტერაქტიური, ქრონოლოგიური რუკა, განვითარების ეტაპების მიხედვით. 

Bloomsbury Popular Music წელიწადში ორჯერ ახლდება. მასალების გასაცნობად დაკლიკეთ სურათებსა და ლურჯ ლინკებზე.

Bloomsbury Collections მოიცავს უახლეს ლიტერატურას ჰუმანიტარული,  სოციალური, ეკონომიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ეკონომიკის, ხელოვნების სფეროს მკვლევრებისთვის.  Bloomsbury Publishing  საუკეთესო, თანამედროვე გამომცემლობად ითვლება და  მრავალი ჯილდოს მფლობელია.  

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ