EBSCO-ს აკადემიური წიგნებისა და პოლიტიკის ბაზები ჩვენი მკითხველებისა და პარლამენტისთვის
დამატების თარიღი: 2018-12-26 12:12:00

ჩვენი მკითხველებისა და პარლამენტარებისთვის, ერთი წლის ვადით, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებსა და პარლამენტში ჩაირთო საერთაშორისო საინფორმაციო კომპანიის, EBSCO-ციფრული ბიბლიოთეკა: პოლიტიკური მეცნიერებების სრული ბაზა და აკადემიური  წიგნების სრული ელექტრონული ბაზა

 


პოლიტიკური მეცნიერებების სრულ ბაზაში გაერთიანებულია 680 დასახელების ჟურნალი, 330 წიგნი და მონოგრაფია, 48 000 კონფერენციის ამსახველი მასალები, 28 000 ტერმინის განსაზღვრების თეზაურუსი პოლიტიკური მეცნიერების სფეროში, შედარებითი პოლიტიკა, ჰუმანიტარული საკითხები, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევები, კანონმდებლობა და კანონები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა პოლიტიკური თემები. მონაცემთა ბაზა მასალებით მუდმივად ახლდება.

eBook Academic Collection მრავალდარგობრივი მონაცემთა ბაზა არის. 170 000-ზე მეტი ელექტრონული წიგნი, ოქსფორდის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, კემბრიჯის უნივერსიტეტის, კალიფორნიის, ჰარვარდისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების უახლესი გამოცემები EBSCO-ს მონაცემთა ბაზაში სრულად შედის. მასში გაერთიანებულია ყველა სხვა ძვირადღირებული და ავტორიტეტული სამეცნიერო გამომცემლობების პროდუქცია. თემატიკა მოიცავს: ისტორიას, ხელოვნებას, განათლებას, ბიზნესსა და ეკონომიკას, ენასა და ლინგვისტიკას და სხვა, ეს ბაზაც მუდმივად ახლდება და უახლესი ლიტერატურა ემატება. 
საერთაშორისო საინფორმაციო კომპანია, EBSCO 1944 წლიდან არსებობს, დღეს კი მსოფლიო ბიბლიოთეკებს ყველაზე ძვირადღირებული ციფრული არქივებითა და მაღალციტირებადი გამოცემებით უზრუნველყოფს. 

დაინტერესებული მკითხველებისთვის მასალების გაცნობა და გადმოწერა შესაძლებელია მოცემული ლინკით ეროვნული ბიბლიოთეკისა და პარლამენტის შენობაში. მკითხველებს საკუთარი ლეპტოპებით სარგებლობაც შეუძლიათ.

დამატებითი კითხვებით მოგვმართეთ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში, ან მოგვწერეთ: msimonishvili@nplg.gov.ge

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ