თეატრალური ხელოვნების ციფრული ბიბლიოთეკა მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2018-05-10 12:29:00

ძვირფასო მკითხველებო,

 10 მაისიდან ერთი თვის ვადით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩართულია თეატრალური ხელოვნების უდიდესი ციფრული ბიბლიოთეკა. მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ, დეტალურად გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი თეატრებისა და რეჟისორების შემოქმედებას, სცენოგრაფიის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს, თანამედროვე სამსახიობო ხელოვნების თავისებურებებს, სცენარებსა და ცნობილ დადგმებს სხვადასხვა ინტერპრეტაციით. 

 თეატრისა და დრამის პრემიუმ ბიბლიოთეკა - https://search.alexanderstreet.com/drap

 წარმოდგენის სცენოგრაფია და დიზაინი  -  http://search.alexanderstreet.com/pdar
 ფერადკანიანთა თეატრის ისტორია  -  http://search.alexanderstreet.com/bld3
 თანამედროვე მსოფლიო დრამა -  http://search.alexanderstreet.com/codr
 მეოცე საუკუნის თეატრი -  http://search.alexanderstreet.com/tcd2

 ბროდვეის დადგმების სრული კოლექცია -  http://search.alexanderstreet.com/bwhd
 თეატრი კონტექსტში  -  http://search.alexanderstreet.com/ticc
 თეატრალური ტექსტებისა და პიესების კოლექცია  -  http://search.alexanderstreet.com/dtco
 პერფორმანსი  -  http://search.alexanderstreet.com/tipc

თეატრისა და დრამის ციფრული ბიბლიოთეკა დაინტერესებულ პუბლიკას გააცნობს ცნობილი ხელოვანების ინტერვიუებსა და მათ სამუშაო პროცესს, გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი პიესების ხელნაწერებსაც. მონაცემთა ბაზაში გაეცნობით 13 500 პიესას, 150 000 გვერდს მასალას. 300 რადიოპიესას, 750 დადგმის ჩანაწერებს, დოკუმენტურ ფილმებსა და სასწავლო მასალებს. აღნიშნული ციფრული ბიბლიოთეკა თეატრალური ხელოვნების შესახებ უდიდესი მონაცემთა ბაზა არის, რომელიც თეატრალების, მწერლებისა და  ლიტერატურული პროგრამებისთვის პრაქტიკული და სამეცნიერო მიზნით შეიქმნა.  

 თეატრალური ხელოვნების ციფრული ბიბლიოთეკა ასევე ჩართულია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტშიც. 

 Alexander Street Press-ის ციფრული საბიბლიოთეკო ბაზები ინოვაციური მეთოდით და ვიზუალური მასალებით გამოირჩევა. მასში აუდიო, ვიდეო და ტექსტური წყაროები დარგებისმიხედვით არის გაერთიანებული და  სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებთან, კულტურის ორგანიზაციებსა და ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობის შედეგად, მკითხველებს მრავალი საინტერესო ინფორმაციით ამდიდრებს. 

მასალების გაცნობა და გავრცელება მკითხველებს საკუთარი ლეპტოპებითაც შეუძლიათ,  დაკლიკეთ ლურჯ ლინკებსა და ფოტოებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ