აგვისტოს ომის სახელობის კედელი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2018-08-11 14:55:00

11 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში (ს. ცინცაძის 63) აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი გაიხსნება.

"აგვისტოს 10" საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბიბლიოთეკის ფასადური კედელი აგვისტოს ომის თემატიკის არტ-ნამუშევრით მოიხატა და მას "აგვისტოს კედელი" დაერქვა. კედელზე მხატვრის თვალით დანახული ომის სიმბოლოებია ასახული. ნახატის იდეაზეც და შესრულებაზეც მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშა) იმუშავა.

"აგვისტოს 10" კამპანია "ძალა ევროპაშია"-ს ფარგლებში ხორციელდება. კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციის დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებასა და პოპულარიზაციის პროცესში.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ