აკადემიური თავისუფალი წვდომის რეპოზიტორიუმების კატალოგში OpenDOAR რეგისტრირებულია ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" და ბეჭდური არქივისა და დისერტაციების ციფრული კოლექცია
აკადემიური თავისუფალი წვდომის რეპოზიტორიუმების კატალოგში OpenDOAR რეგისტრირებულია ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" და ბეჭდური არქივისა და დისერტაციების ციფრული კოლექცია.
The Directory of Open Access Repositories - OpenDOAR არის აკადემიური თავისუფალი წვდომის რეპოზიტორიუმების კატალოგი. OpenDOAR-ში რეგისტრირებული ყოველი რეპოზიტორიუმი მოწმდება და გადის ხარისხის კონტროლს. გაცნობებთ რომ OpenDOAR-ში უკვე რეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექმნილი 2 რეპოზიტორიუმი: ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" და ბეჭდური არქივისა და დისერტაციების ციფრული კოლექცია. ამ ორი რეპოზიტორიუმით საქართველო პირველად დაფიქსირდა აკადემიური თავისუფალი წვდომის რეპოზიტორიუმების კატალოგში.