ახალი პროექტის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-06-26 14:12:00

26 ივნისს, 12 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში საბიბლიოთეკო საქმისა და ბიბლიოთეკების განვითარების პროგრამის პროექტის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დიგიტალიზაციის მენეჯერმა გოგი აფრდონიძემ წარმოადგინა საქართველოში საბიბლიოთეკო საქმისა და ბიბლიოთეკების განვითარების ახალ ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული  პროგრამის პროექტი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს ბიბლიოთეკის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი,  უსინათლოთა ასოციაციის პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე და სხვები.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ