ჯარჯი ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-05-29 15:14:00

29 მაისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პიანისტისა და მხატვრის ჯარჯი ბალანჩივაძის (1941-2011) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება ხელოვანის გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნა.

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია მხატვრის 101 ნამუშევარი. გამოფენის თემატიკა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ექსპოზიციაზე თითქმის ყველა დამთვალიერებელი იპოვის "თავის ნახატს", როგორც ამას თავად ავტორი აღნიშნავდა. "თითოეული ნახატი ერთგვარი წერილია, რომლის მიღმაც კონკრეტული ადრესატი იგულისხმება" - ამბობდა ჯარჯი ბალანჩივაძე. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოსული თითოეული დამთვალიერებელი მისთვის განკუთვნილ "წერილს" აუცილებლად იპოვის.

გამოფენა 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ