სიახლე ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში
დამატების თარიღი: 2012-05-29 15:24:00

29 მაისიდან ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურება ნაცვლად  ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსისა (ცინცაძის 63), მესამე კორპუსში (გუდიაშვილის 7) მოხდება.

მკითხველს შესაძლებლობა ექნება მესამე კორპუსში, ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზში, მოუსმინოს მუსიკალურ ჩანაწერებს კომპაქტდისკებით და გრამფირფიტებით,  ისარგებლოს სანოტო გამოცემების კოლექციით.  სანოტო და აუდიოვიზუალური განყოფილების ფონდი ისევ მეხუთე კორპუსში რჩება. ამიტომ მკითხველი სასურველ გრამფირფიტაზე ან სანოტო გამოცემაზე მოთხოვნას  დარბაზის თანამშრომელთან წინა დღით  აფორმებს.

გაცნობებთ, რომ მომსახურების ნაწილი (უსინათლოთა მომსახურება) ისევ მეხუთე კორპუსში (ცინცაძის ქ.63) დარჩა. აქვე მიმდინარეობს გრამფირფიტებზე არსებული ჩანაწერების გაციფრება,  რომლით სარგებლობის შესაძლებლობა  მომხმარებელს ინტრაქსელის საშუალებით ექნება ახლო მომავალში.

 

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ