ინდოელი პროფესორის ლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-05-23 15:30:00

ინდოელი პროფესორის ლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

24 მაისს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  ინდოელი პროფესორი რატანან ლალ ჰანგლუ ჩაატარებს ლექციას თემაზე -"ინდური სახელმწიფო გარდამავალ ეტაპზე".

პროფესორი რატანან ლალ ჰანგლუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ინდოეთის კვლევების ხელმძღვანელია. ინდოელი პროფესორი ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ ლექციაზე ისაუბრებს ინდური საზოგადოების ტრანსფორმაციის საკითხებზე, რამაც ხელი შეუწყო ამ ქვეყნის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ცივილიზაციად ჩამოყალიბებას. ინდოეთის წარმატება მრავალკულტურული საზოგადოების, ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით აღიარებულია.

 

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ