”დაინახე პოეზია” ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-05-23 15:33:00

"დაინახე პოეზია" ეროვნულ ბიბლიოთეკაში

23 მაისს 19:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიმეგობროთ" პროექტ "დაინახე პოეზია"-ს ფარგლებში  უსინათლო ავტორთა პოეზიის საღამოს გამართავს. საღამოს პოეტები გაგა ნახუცრიშვილი და ბესიკ ხარანაული გაუძღვებიან.

საღამოზე საკუთარ შემოქმედებას თავად ავტორები წარმოადგენენ. ასევე, წაკითხული იქნება გარდაცვლილ პოეტთა ლექსებიც.

პოეზიის საღამო უსინათლო პოეტთა კრებულის გამოცემის მხარდასაჭერად ეწყობა.  პროექტ "დაინახე პოეზია"-ს ფარგლებში იგეგმება საქართველოში მოღვაწე უსინათლო პოეტთა მოძიება, პოპულარიზაცია და მათი შემოქმედების წიგნად გამოცემა. კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვა.

მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტერაქციას შეუწყობს ხელს.  ლიტერატურულ პროცესებში უსინათლო ავტორთა ინტეგრაციით მკითხველი არაერთ საინტერესო შემოქმედს აღმოაჩენს.

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ