თანამშრომლობის მემორანდუმი
დამატების თარიღი: 2012-05-02 16:43:00

თანამშრომლობის მემორანდუმი

3 მაისს, 13:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და საქართველოს  პარლამენტის  ილია  ჭავჭავაძის  სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ფონდის დირექტორი სალომე ბენიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივი ახალგაზრდული საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენების, ღონისძიებების, შეხვედრების და სემინარების ორგანიზება. ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებული პროექტები მიმართული იქნება ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისაკენ.

ღონისძიებაზე თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ინიციატივაც გაჟღერდება. ფონდის და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკაში შეიქმნება ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხე, სადაც სხვადასხვა სახის საინფორმაციო ბროშურები და წიგნები განთავსდება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო გამოცდილებას, სახელმძღვანელო დოკუმენტებს და ოფიციალურ კვლევებს ამ სფეროში.

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ