პოეზიის დღე - 2012
დამატების თარიღი: 2012-05-01 16:49:00

პოეზიის დღე - 2012 

3 მაისს 18-00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ გამოფენა-საღამოზე "ქართული ლიტერატურა ქართული პრესის ფურცლებზე". 5 მაისი პრესის დღეა, 7 მაისი - "ცისფერყანწელთა" ორდენის მიერ დადგენილი პოეზიის დღე და სწორედ ამ ორი თარიღის გაერთიანების და ტრადიციის აღდგენის მცდელობაა  ეს ღონისძიება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტებისა და პროზაიკოსებისადმი მიძღვნილი  ერთჯერადად  გამოცემული გაზეთები და "ცისფერყანწელთა" სახელთან დაკავშირებული პრესა. პოეზიის დღესასწაულს კი  ჩვენი თანამედროვე, სხვადასხვა თაობის პოეტები მოაწყობენ - წაკითხული იქნება  მათ მიერმე შერჩეული ლექსები. საღამოს ყველა მონაწილესა და სტუმარს მიეცემა საშუალება, თავისი შემოქმედება თუ შთაბეჭდილება დატოვოს ალბომში "პოეზია - 2012".  ცისფერყანწელთა  ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად ყველას ვთხოვთ, ამ საღამოს გარდერობში შეიტანონ რაიმე ცისფერი დეტალი.

ლექსის წაკითხვის მსურველები დაგვიკავშირდით  მისამართზე  ngedenidze@nplg.gov.ge

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ