ქართულ-თურქული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა და კონფერენცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-06-22 14:29:00

22 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა აჰმედ ოზქან მელაშვილისა და ჰაირი ჰაირიოღლუს მოღვაწეობისა და ზოგადად   ქართულ თურქული კულტურული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალა.

13:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა ახმედ ოზქანის (მელაშვილის) დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია "საქართველო და თურქეთი: კულტურულ ურთიერთობათა ისტორია, დღევანდელობა და პერსპექტივები".

გამოფენა და კონფერენცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში 23 ივნისამდე გაგრძელდება. კონფერენციის მესამე ნაწილი ეროვნულ მუზეუმში ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ