გერმანიაში ჩასვლისას გრ. ფერაძე სწავლობს სამი წელიწადი ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე (1922-25) და ერთი - ბონში (1925). დოქტორ იუჰანეს ლეფსიუსის რჩევით იგი ინტერესდება ბიბლიური და ისტორიული თეოლოგიით, აგრეთვე ყველაფრით, რაც კი დაეხმარებოდა მას საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემების კვლევაში. თეოლოგიასთან ერთად ეუფლება ბერძნულ, ლათინურ და აღმოსავლურ ენებს: ძველ ებრაულს, სირიულს, არაბულს, კოპტურს, სომხურს, ამასთან, ევროპულ - გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებს.