ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" უკვე შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალი "საუნჯე"
დამატების თარიღი: 2012-08-30 17:25:00

ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" უკვე შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალი "საუნჯე"

ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელის" ლოკალური წვდომის ქსელში დაიწყო ქართული ლიტერატურულ-მხატვრული ალმანახი "საუნჯეს" განთავსება. ალმანახი გამოდიოდა 1974 წლიდან თბილისში, ორ თვეში ერთხელ. მასში იბეჭდებოდა როგორც უცხოური, ისე საბჭოთა კავშირის ხალხთა ლიტერატურის ნაწარმოებთა თარგმანები (პროზა, პოეზია, კრიტიკული წერილები, ესეები). თავდაპირველად ალმანახს გამოსცემდა გამომცემლობა "მერანი", შემდეგ "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურის ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია". ჟურნალის მთავარი რედაქტორები იყვნენ კონსტანტინე ლორთქიფანიძე (1974-1976), შოთა ნიშნიანიძე (1976-1982) და 1982 წლიდან მუხრან მაჭავარიანი. გაცნობებთ რომ ჟურნალ "საუნჯეს" ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობიდან.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ