ფოტოპროექტი "წარსულთან შეხვედრა"
დამატების თარიღი: 2012-07-30 13:47:00

ფოტოპროექტი "წარსულთან შეხვედრა"

საქართველოს პარლამენტის როვნულმა ბიბლიოთეკამ დაიწყო დიგიტალიზაციის ახალი პროექტი სახელწოდებით "წარსულთან შეხვედრა", პროექტის მიზანია აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახებში დაცული, აქამდე საზოგადოებისათვის უცნობი ფოტოკოლექციების ციფრული ვერსიები. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს პირად არქივში დაცული ფოტომასალა, ჩვენ გავაკეთებს მათ ციფრულ ასლებს და ორიგინალებს უვნებლად დაგიბრუნებთ. ამის სანაცვლოდ თქვენ გექნებათ გარანტია რომ თქვენი ფოტოკოლექციის ციფრული ასლები მუდმივად შეინახება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში. თქვენივე სურვილით ეს ფოტოები შეიძლება დაიდოს თავისუფალ წვდომაში, ინტერნეტში ან ინტრანეტში. ინტრანეტი გულისხმობს ფოტოებზე შეზღუდულ წვდომას, ამ შემთხვევაში თქვენს ფოტოებს ნახავენ მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობიდან და ასევე კონკრეტულ პირებს შეიძლება მიეცეს ექსკლუზიური უფლება ამ ფოტოების დათვალიერების. პროექტში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 2 971651 ან 577436478

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ