ქართული ციფრული ბიბლიოთეკების გაერთიანებული გამოფენა
დამატების თარიღი: 2012-04-27 17:03:00

ქართული ციფრული ბიბლიოთეკების გაერთიანებული გამოფენა

28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ციფრული ბიბლიოთეკების პირველი გაერთიანებული გამოფენა გაიხსნება.

თანამედროვე მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ელექტრონული რესურსების შექმნა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა იქნება ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში იმისა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ და თავიანთ პროდუქტს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საბიბლიოთეკო ასოციაცია, ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, lib.ge, lit.ge, ახალი სკოლა და სხვ.

 

 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ