25 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა "ჩერქეზული დროშის დღე". გამოფენილი იქნება ჩერქეზული ეროვნული დროშები.
ღონისძიებას ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნიან თბილისში მცხოვრები ეთნიკური ჩერქეზები. კავკასიოლოგი ჩერქეზოლოგები ამ დროშისა და მასთან დაკავშირებული ეროვნული დღესასწაულის შესახებ განმარტებით მოხსენებას გააკეთებენ.