ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მემორანდუმი გაფორმდა
დამატების თარიღი: 2017-04-06 17:58:00

5 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა მხარს დაუჭერს ამბროლაურის გამგეობის პროექტს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ლიტერატურულ-შემომქედებითი კონკურსის ჩატარებას გულისხმობს. კონკურსის ფინალი გაიმართება ამბროლაურში და ერთ-ერთი საპრიზო ადგილის მფლობელს ეროვნული ბიბლიოთეკა გადასცემს პრიზს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი  სოფლებში ბიბლიოთეკების გახსნას გეგმავს, რომელთა თანამშრომლებს გადაამზადებს და ბიბლიოთეკებს წიგნებით მოამარაგებს ეროვნული ბიბლიოთეკა.   


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ