ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნები და პერიოდული გამოცემები გადასცა
დამატების თარიღი: 2012-11-06 11:14:00

აშშ–ის  საელჩოს  პრეს ატაშემ ჯერემი რიჩარტმა, კულტურის ატაშემ ლოლა პეტროვამ და საინფორმაციო რესურსების სპეციალისტმა ნანა შუღლაძემ  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლიტიკური, ისტორიული, მხატვრული, საგანმანათლებლო, შემეცნებით-გასართობი, ადამიანის უფლებებისა და სოციოლოგიის შესახებ ორმოცდაათამდე წიგნი და ჟურნალი გადასცა საჩუქრად.

 

ახალი ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები მკითხველებისთვის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზში.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ