ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარსადგენი კანდიდატები დასახელდება
დამატების თარიღი: 2019-05-31 11:50:00

31 მაისს 18:30 საათზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოდან წელს წარსადგენ კანდიდატებს დაასახელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად ორ კანდიდატს წარადგენს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე.

საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 705 000 აშშ დოლარი ან 525 000 ევრო) ყოველწლიურად  ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეიძლება ნომინირებულნი იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაცები.




 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ