ახალი სოციალური მოძრაობა ”შემოსე თანამოქალაქე”
დამატების თარიღი: 2017-07-12 16:32:00

12 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და კომპანია "ფრეგოს" დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი დაესწრნენ.

შეხვედრაზე შეთანხმდენენ, რომ დაიწყება ახალი სოციალური მოძრაობა "შემოსე თანამოქალაქე". როგორც მოძრაობის კოორდინატორმა ბექა ღაჟონიამ განაცხადა "ბავშვებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და სათამაშოები, რომლებიც დაურიგდებათ რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება სპეციალური ყუთები, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მიიტანოს ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები." 



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ