ბარისა და ფლორენციაში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნება
დამატების თარიღი: 2018-05-10 16:30:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰოლდინგი „ინექსფონი" ("ინექსფონი", "ინტელექსპრესი", "ინექსგრუპი", "გიუაანი") იტალიის ქალაქებში, ბარისა და ფლორენციაში, ქართული წიგნის კუთხეებს გახსნიან.

წიგნის კუთხეები იხსნება ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჰოლდინგ „ინექსფონს" შორის ერთი წლის წინათ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

უახლეს ქართულ ლიტერატურას ფლორენციაში არსებულ ქართულ სამრევლოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე 13 მაისს გადასცემს. 17 მაისს კი წიგნები გადაეცემა ბარის ქართულ საკვირაო სკოლა „აისი"-ს.

ერთი წლის წინათ ჰოლდინგ „ინექსფონის" მხარდაჭერით ქართული წიგნის კუთხეები რომსა და მილანშიც გაიხსნა. 



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ