სიახლეები წიგნის მოყვარულთათვის: 2012 წლის ოქტომბრის გამოცემები
დამატების თარიღი: 2012-11-25 11:10:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოში მოქმედ გამომცემლობებთან და მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსებას თავის ვებგვერდსა www.nplg.gov.ge და ფეისბუქზე.

წინამდებარე ბიულეტენში წარმოდგენილია პალიტრა L-ის, სიესტასა და ინტელექტის მიერ ოქტომბრის თვეში გამოცემული პროდუქცია, ხოლო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის 2012 წლის გამოცემები სიუხვის გამო ორად გავყავით, ერთ ნაწილს იხილავთ ამ ბიულეტენში, მეორე კი მოხვდება შემდეგ გამოშვებაში.

ერთობლივ პროექტში სათანამშრომლოდ ვიწვევთ ყველა გამომცემლობას. სიამოვნებით მივიღებთ მკითხველებისა და გამომცემლების შენიშვნებსა თუ მოსაზრებებს ელექტრონული ბიულეტენის ფორმატისა და შინაარსის შესახებ.

იხ. მიბმული ფაილი:

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ