ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქართული წიგნები გადაეცათ
დამატების თარიღი: 2017-05-24 09:54:00

24 მაისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს სავანეთსა და არქევანს ეწვია და იქაურ სკოლებს ქართული წიგნები გადასცა. 

მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულებაა ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების დახმარება თბილისის სკოლა "XXI საუკუნის" მხარდაჭერით მოხერხდა.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ