ბრიტანული ”საგამომცემლო კულტურა” მკითხველებისთვის
დამატების თარიღი: 2017-09-14 17:25:00

ძვირფასო მკითხველებო, 

დღეიდან 14 ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში ჩაირთო საერთაშორისო  ციფრული ბიბლიოთეკის     უახლესი ციფრული კოლექცია "საგამომცემლო  კულტურა 1554-2007" 

 დიდი ბრიტანეთის საგამომცემლო კომპანიის The Stationers' company არქივი  უმნიშვნელოვანესი რესურსია მათთვის, ვისაც წიგნით ვაჭრობის, პოლიგრაფიული და საგამომცემლო საქმიანობის ისტორია, საავტორო უფლებების შექმნა, წიგნის გაფორმების ისტორია და დღევანდელობა აინტერესებს. არქივში წარმოდგენილი იქნება იშვიათი მასალები 1554 წლიდან დღემდე, ბიბლიოთეკა პერიოდულად ახლდება. კომპანია, როგორც ორგანიზაცია მე-14 საუკუნიდან არსებობს, მაგრამ ლონდონის მერმა, 1403 წელს, ოფიციალურად დაამტკიცა მისი გამომცემელთა გილდიად გარდაქმნა. მასში გაერთიანებულები იყვნენ მწერლები, ხელნაწერთა ილუსტრატორები, წიგნით მოვაჭრეები, ამკინძავები და საკანცელარიო ნივთების მწარმოებლები. 1476 წლიდან, ბეჭდვითი საქმის გავრცელების შემდეგ, გილდიას მესტამბეებიც შეუერთდნენ და მათ როგორც ქონების ფლობის უფლება მიენიჭათ. დღეს, კომპანიას 900 წევრი ყავს, რომელთა უმრავლესობა საკომუნიკაციო და საგამომცემლო სფეროს ლიდერია.  

ბრიტანული ციფრული ბიბლიოთეკა ADAM MATTHEW ინგლისურენოვანი ქვეყნების სხვადასხვა არქივების, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უნივერსიტეტების უნიკალურ, დარგობრივ ციფრულ კოლექციებს აერთიანებს. მასში უახლესი მონაცემთა ბაზები თანამედროვე, ინტერაქტიური მეთოდით არის წარმოდგენილი.

მასალების გაცნობისა და გადმოწერისთვის მობრძანდით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნებისმიერი კომპიუტერიდან დაკლიკეთ ფოტოებსა და ლურჯ ლინკებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.

მადლობა ყურადღებისთვის! 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ