”ციფრული ფოტომატიანე” 100 000 ფოტოდოკუმენტს შეიცავს
დამატების თარიღი: 2017-01-30 11:48:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "ციფრული ფოტომატიანე" უკვე 100 000 ფოტოდოკუმენტს შეიცავს, სულ ხუთი წლისაა, ყველასთვის ხელმისაწვდომია და დღეისათვის კავკასიის მასშტაბით  ციფრული ფოტოს ყველაზე დიდი საცავია.

საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი: "ციფრული ფოტომატიანე უკვე 100 000 ფოტოდოკუმენტს შეიცავს, სულ ხუთი წლისაა და დღეისათვის კავკასიის მასშტაბით  ციფრული ფოტოს ყველაზე დიდი საცავია. ის ყველასათვის ხელმისაწვდომია. ვულოცავ დავით მჭედლიშვილს, ჩვენი ბიბლიოთეკის თვითნაბად ოქროს, ამ ბაზის სტრუქტურის შემქმნელს, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს, გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს, რომელმაც პროექტს საქართველოს ყველა რეგიონი დააკავშირა და მზრუნველობა არ მოაკლო მას, ბატონ მირიან ხოსიტაშვილს, რომელსაც ამ ხუთი წლის განმავლობაში ყველა პრობლემის გადასაწყვეტად მივადგებოდით ხოლმე და ეხლაც ახალი პრობლემებით მივადგებით საიუბილეო დღეებში, ქალბატონ თაკო როდონაიას და კომპანია "ჯეოსელს", ქალბატონ ლიკა მამაცაშვილს, ბატონ გიორგი კალანდიას, ბატონ ბაადურ ქობლიანიძეს, ბატონ პაატა ქურდოვანიძეს, ბატონ ლევან ფერაძეს, ჩემს ძმას. ვის უნდა მიულოცო პირველად და მას, ლუარსაბ ტოგონიძეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო პროექტის სულისჩამდგმელთა შორის, ბატონ გიორგი მამულიას, რომელმაც პროექტში ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ემიგრაციის ფოტომატიანეს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ბატონ ოთარ პატარიძეს, ქალბატონ მანანა თაქთაქიშვილს, ქალბატონ ქრისტინა ფაღავას, ქალბატონ ირენ ციციშვილს, ბატონ მიხეილ ჩქარეულს, ბატონ რამაზ ობოლაძეს, ბატონ ლევან დოლიძეს, ქალბატონ ნინო მჟავანაძეს, ქალბატონ დამანა მდივნიშვილს, ბატონ ელდარ შენგელაიას, ბატონ ბუბა კუდავას, ბატონ ნიკო ჯავახიშვილს, ბატონ გურამ გოგიაშვილს, ბატონ დავით შუღლიაშვილს, ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს, ქალბატონ ვიქტორია სირაძეს, ბატონ გელა ჩარკვიანს, ბატონ ირაკლი ვართაგავას, ბატონ ვახტანგ კვანტალიანს, ქალბატონ ნატო ფირცხალავას, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას, ყველას ვინც მხარში დაუდგა ამ პროექტს. მინდა გავიხსენო ბატონი გოგი გაბაშვილი და ზურაბ კედია, რომლებიც პროექტის დასაწყისიდან გვედგნენ გვერდში და ვერ მოესწრნენ ამ დღეს." 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ