დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნა
დამატების თარიღი: 2017-03-07 18:06:00

7 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

გაიმართა პროექტის "ღონიერი გონიერი" პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საზოგადეობრივ და სოციალურ პროექტთა კოორდინატორმა, ვეტერანმა მოჭიდავემ ვლადიმერ გეგეშიძემ ხელი მოაწერა მემორანდუმს. პროექტის თანახმად მთელი საქართველოს მასშტაბით ოცზე მეტ სპორტულ დარბაზში, სადაც მოჭიდავეები ვარჯიშობენ, მოეწყობა მინიბიბლიოთეკები. პროექტის მიზანია მოჭიდავეების ცნობიერების ამაღლება წიგნიერებისა და ინტელექტუალური რესურსის საჭიროება/აუცილებლობის შესახებ. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა ფედერაციას  წიგნებით მოამარაგებს. ფედერაცია, თავის მხრივ, ეროვნული ბიბლიოთეკის სპორტის ბიბლიოთეკას თავის გამოცემებს გადასცემს.

ეროვნული ბიბლიოთეკის სპორტის ბიბლიოთეკა დაათვალიერა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სპორტის ბიბლიოთეკაში განთავსდა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ლიტერატურა და უახლესი გამოცემები სპორტის შესახებ. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ