დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომის პრეზენტაცია
დამატების თარიღი: 2018-02-19 15:37:00

7 მარტს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომის პრეზენტაცია ჩატარდება. ტომი გამოცემულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.

დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულმა, რომლის შემდგენელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ჯოლოგუა, მაქსიმალური სისრულით უნდა მოიცვას გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის წერილობითი მემკვიდრეობა (მხატვრული, პუბლიცისტური, საისტორიო და ლიტერატურული თხზულებები, იურიდიული ტექსტები, ავტობიოგრაფიული ნაწერები, საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები, რეცენზიები, სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, ოფიციალური, საქმიანი თუ კერძო მიმოწერა და სხვ.). ყველა ტომს დაერთვება სამეცნიერო აპარატი: შენიშვნები, კომენტარები, პირთა ანოტირებული და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.

მეორე ტომში შესულია პუბლიცისტური, ლიტერატურული და საისტორიო თხზულებები.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ