ეკვილიბრიუმი სოფელ ნავაზს ძმები ქართველიშვილების ტაქსით ესტუმრა
დამატების თარიღი: 2019-08-15 13:19:00

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი სოფელ ნავაზს ესტუმრა და ახალი წიგნები ჩაუტანა. ნავაზის ბიბლიოთეკამდე მოძრაობის წარმომადგენლები ძმები ქართველიშვილების ტაქსით მივიდნენ.

"მას მერე, რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, გადავწყვიტე, ლეიკემიასთან ბრძოლაში, ვისაც კი შემეძლო და რაც, დავხმარებოდი. ყველა ომი მოვიგეთ. ცხადია, არცერთი არ გაგვიხმაურებია. აქ საჭიროა და ვახმაურებთ. თანაც ეს ბრძოლაც გამარჯვებით დასრულდება - დღეს დედის სიცოცხლისთვის მებრძოლი ძმების ტაქსი დავიქირავეთ და სოფელ ნავაზის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები ჩავუტანეთ. ნიკამ წაგვიყვანა. ეკვილიბრიუმის მთავარმა პარტნიორმა გალფმა კი ძმებ ქართველიშვილებს ორივე მანქანისითვის, სულ მცირე, ათი დღის სამყოფი ბენზინი გამოუყო", - აცხადებს გიორგი კეკელიძე.



 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ