„ეკვილიბრიუმი“ სვანეთს ესტუმრა
დამატების თარიღი: 2019-03-25 11:58:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა" ზემო სვანეთის სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები ჩაუტანა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოსწავლეებთან შეხვედრები გამართა.

„ეროვნული ბიბლიოთეკა და მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" გაზაფხულის თოვლიან სვანეთს სტუმრობდა. სამი სოფელი მოვიარეთ - ჭუბერი, ყარ-სგურიში და ნაკრა. ბრწყინვალე ბუნება და ბუნებაზე ბრწყინვალე ადამიანები ვნახეთ, ბიბლიოთეკები ახალი წიგნებით მოვამარაგეთ და ბევრი ვისაუბრეთ. მადლობა ინიციატივისთვის ნათია თევზაძეს და შესანიშნავ მასპინძლებს. ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს სვანეთში"- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.




 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ