ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა
დამატების თარიღი: 2017-02-09 17:31:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სომხეთში იმყოფებიან.

8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სომხეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. 

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ქართული წიგნის კუთხის ერევანის კიდევ ერთ უნივერსიტეტში გახსნა და ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრა.




 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ