ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური ლიტერატურის კუთხე გაიხსნა
დამატების თარიღი: 2017-03-24 12:49:00

24 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ჩინური ლიტერატურის კუთხისა და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ეძღვნება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, საინფორმაციო სააგენტო „სინომედია" და ჩინური რესტორნების ქსელი „სიანგანი & პიკასო" .

ჩინური ლიტერატურის კუთხე ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზში იფუნქციონირებს.

უახლოეს მომავალაში ჩინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართული ლიტერატურის კუთხის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.


 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ