ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძის დარბაზი გაიხსნება
დამატების თარიღი: 2017-04-27 12:07:00

27 აპრილს 19:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში (ცინცაძის ქ. 63) ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზი გაიხსნება. დარბაზში იფუნქციონირებს ნოდარ დუმბაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდიც.

ნოდარ დუმბაძის დარბაზში განთავსებული იქნება მწერლის გამოცემები სხვადასხვა ენებზე, ასევე მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა, ხელნაწერები და წიგნები რომელიც დღემდე შვილის, ქეთევან დუმბაძის არქივში ინახებოდა.  

დარბაზში ნოდარ დუმბაძის ფონდი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებებს, წიგნის პრეზენტაციებს, მწერლებთან და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავს.  

"დარბაზი დატვირთული იქნება ღონისძიებებით. ჩატარდება როგორც თანამედროვე წიგნების პრეზენტაციები, ასევე საბავშვო ღონისძიებები. კვირაში სულ ცოტა ერთი ღონისძიება მაინც გაიმართება. ასევე ვგეგმავთ საკვირაო სკოლის მოწყობას, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს, არამედ თანამედროვე ლიტერატურასაც გაეცნობიან. დარბაზის მიზანი სწორედ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზება იქნება. აქ უკვე განთავსებულია ლიტერატურის ნაწილი. დარბაზის გახნის ღონისძიებაზე მოწვეულების ერთგვარი "ბილეთიც"  თითო წიგნის მოტანა იქნება" - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ