ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის მეორე ლედი ეწვია
დამატების თარიღი: 2017-08-01 11:07:00

1 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის მეორე ლედი კარენ პენსი ეწვია. სტუმარმა არტ-თერაპიის ცენტრ „კამარას" მიერ საგამოფენო დარბაზში გამართული გამოფენა დაათვალიერა. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ კარენ პენსს „ვეფხისტყაოსნის" ინგლისური თარგმანი გადასცა საჩუქრად.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ