ეროვნულ ბიბლიოთეკას ლატვიის ელჩი ესტუმრა
დამატების თარიღი: 2017-01-12 14:54:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი ესტუმრა. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მას ბიბლიოთეკის მუშაობა გააცნო. ორივე ქვეყანაში წიგნის კუთხეების გახსნა დაიგეგმა.

სტუმარმა ეროვნულ ბიბლიოთეკას ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული წიგნი "ჩემი წიგნები, ჩემი დრო 1514" გადასცა საჩუქრად. გამოცემა არის ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული გამოფენის - "1514. წიგნი. 2014" კატალოგი, რომელშიც თავმოყრილია ამ გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური წიგნების ბიბლიოგრაფიული აღწერილობა. 

ელჩმა ასევე დაათვალიერა ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები.




 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ