ეროვნულ ბიბლიოთეკას პარლამენტის თავმჯდომარე ესტუმრა
დამატების თარიღი: 2016-12-06 15:01:00

6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ესტუმრნენ. შეხვდრას ესწრებოდნენ იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები.

,,ეროვნულ ბიბლიოთეკას ექნება სრული მხარდაჭერა ამ შესანიშნავი პროექტების დასასრულებლად და ახლების განსახორციელებლად'' - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიბლიოთეკაში პირველი ოფიციალური ვიზიტისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიბლიოთეკის პირველ და მეორე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, გაეცნო ბიბლიოთეკის პროექტებს და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ