ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს ფრანგულენოვანი კონსტიტუცია გადაეცა
დამატების თარიღი: 2018-12-08 13:03:00

7 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს საჩუქრად საფრანგეთში ფრანგულ ენაზე გამოცემული 1921  წლის საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.

იშვიათი გამოცემა, რომელიც უკვე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილია ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას.

საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს, სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციის პროექტის ხელმძღვანელ რუსუდან ასათიანს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.



 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ