ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დამატების თარიღი: 2017-06-14 11:44:00

14 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოლიდარობის ფონდსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  თანამშრომლები შეძლებენ ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ნებაყოფლობითი დონაცია განახორციელონ სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დასაფინანსებლად.



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ