ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკების ღია მონაცემებს აქვეყნებს
დამატების თარიღი: 2017-05-17 12:08:00

დღეიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ღია მონაცემების პორტალზე http://data.gov.ge -ზე საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკების მონაცემებს ათავსებს. ღია მონაცემების პორტალი უზრუნველყოფს სახელმწიფო დაწესებულებების ღია მონაცემების გამოქვეყნებას ღია, გამოთვლად და ყველასთვის ხელმისწვდომ ფორმატებში, რაც მოქალაქეებს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული მონაცემებით, მათი გამოყენებით შექმნან აპლიკაციები და ელექტრონული სერვისები.


სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ