ეროვნულმა ბიბლიოთეკამ არასრულწლოვან პრობაციონერებს და რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეებს უმასპინძლა
დამატების თარიღი: 2012-12-07 15:53:00

7 დეკემბერს, 12:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკას კანონთან კონფლიქტში მყოფი, არასრულწლოვანი პრობაციონერები და რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეები ესტუმრნენ.

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში არასრულწლოვან პრობაციონერებს და რუსთავის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს  ჩაუტარდათ ექსკურსია, დაათვალიერეს დარბაზები, ფონდები და მიიღეს ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიის შესახებ. ასევე, ერთი დღით, მოემსახურნენ მკითხველებს.

 

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რუსთავში მცხოვრებ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათ პიროვნულ განვითარებას.

 

ღონისძიებას ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA), არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების პრობაციის ეროვნული სააგენტოს და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ