ეროვნული ბიბლიოთეკა და „ეკვილიბრიუმი“ ახალქალაქში
დამატების თარიღი: 2018-07-31 11:42:00

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა" მორიგი მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო: #წიგნიერი-ის ფარგლებში ახალქალაქის ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა. 

30 ივლისს ახალქალაქის ილია ჭავჭავძის სახელობის N3 საჯარო სკოლაში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლექცია წაიკითხა. „ეკვილიბრიუმმა" კი სოფელ ოკამის სკოლისთვის ასამდე ახალი წიგნი ჩაიტანა.

„მადლობა ქალბატონ ლელა ჭინჭარაულს, რომელიც წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის სასწავლებელ-პანსიონატში ბრწყინვალე საქმეებს აკეთებს" - აცხადებს გიორგი კეკელიძე. 


 

სოციალური ქსელი:
Website Security Test
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ