ეროვნული ბიბლიოთეკის აქცია „იკითხე სიმწვანეში“
დამატების თარიღი: 2018-07-06 14:50:00

6 ივლისს 10:00-20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ატარებს აქციას „იკითხე სიმწვანეში" - მარო მაყაშვილის ბაღში (ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, გუდიაშვილის 7) ეპატიჟება ყველას, ვისაც უყვარს მცენარეები და თუნდაც თითო ქოთნის მცენარეს, ყვავილს, ნერგს, ბოლქვს და ა.შ. გაიმეტებს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის.

შემოწირული მცენარეები ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ გამოცემებთან ერთად განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ვაჟა-ფშაველას დარბაზში, რომელიც მის დაბადების დღეს, 14 ივლისს, გაიხსნება.

მცენარეების ნაწილი კი ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის ულამაზეს ბაღში და ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში დაიდებს ბინას.

აქციის ამსახველი ვიზუალური მასალა განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბუკის გვერდზე.


ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურული პროგრამებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

2 97 16 18

საკონტაქტო პირი, ეროვნული ბიბლიოთეკის ფლორისტი

ნინო ბერიანიძე

555 22 62 18   

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ