ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ VI-ის სახელობის კორპუსი გაიხსნება
დამატების თარიღი: 2017-09-20 17:02:00

ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსის (ყოფილი წიგნის პალატის შენობა, ს. ცინცაძის 63) სარემონტო სამუშაოები დასრულდა და იგი მკითხველისთვის უახლოეს მომავალში გაიხსნება.

განახლებული მეექვსე კორპუსი ვახტანგ VI-ის სახელობის იქნება, რადგან აქ დაცულ ფონდში ვახტანგის სტამბის ყველა გამოცემა ინახება.

ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია მკითხველებს ახალგახსნილ კორპუსში არაერთ განახლებულ კაბინეტს, სამკითხველო დარბაზსა და საინტერესო ღონისძიებას ჰპირდება.   







 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ