24-26 სექტემბერს მალტაში, ქალაქ სლიემაში, ჩატარდა ISBN-ისა და -ის ყოველწლიური გენერალური შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის განყოფილების უფროსი ნინო სიმონიშვილი და ამავე განყოფილების თანამშრომელი მაია გომართელი იმყოფებოდნენ.
შეხვედრაში, რომელიც პანელ-დისკუსიის ფორმატში წარიმართა, მონაწილეობას იღებდა 50 ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოს წარმომადგენლობა წელს, 20 წლის განმავლობაში პირველად, დაესწრო ამ შეხვედრას.
ნინო სიმონიშვილი და მაია გომართელი შეხვდნენ ISBN-ის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს სტელა გრიფიტსა და ნიკ ვუდს, ISMN-ის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰარტმუტ ვალრავენსა და კაროლინ იუნგერს. შეხვედრებმა წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.