ეროვნული ბიბლიოთეკისა და მარჯანიშვილის თეატრის პროექტი სოფლის ბიბლიოთეკებისთვის
დამატების თარიღი: 2017-01-09 16:48:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მარჯანიშვილის თეატრის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლის სკოლების მოსწავლეებისთვის სპეციალური პროგრამა შედგა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე უსასყიდლოდ დასწრებას და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსიის ჩატარებას გულისხმობდა. 

პროექტში ჩაერთნენ გარიყულას, მაღაროსკარის, დიცის, ერისიმედის, წეროვანის დევნილთა დასახლების, ნიქოზის, ზემო ნიქოზისა და ნინოწმინდის სკოლები. მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლები და ჩაუტარდათ ექსკურსია ეროვნულ ბიბლიოთეკაში.   

გარესამყაროს თითქმის მოწყვეტილი სოფლების სკოლების მოსწავლეებისთვის მსგავსი პროგრამების ორგანიზებას და მათთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემას, რომელსაც საკუთარი სახსრებით, ალბათ, ვერასდროს მოახერხებდნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

მარჯანიშვილის თეატრი და ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტის მომავალში გაგრძელებას გეგმავენ. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ