ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა - ეროვნული ბიბლიოთეკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინოვაციური პროექტი
დამატების თარიღი: 2018-11-13 14:56:00

13 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს როგორც სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაცია-ხელშეწყობას, ასევე ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, წიგნების, პერიოდული გამოცემების, კარტოგრაფიული გამოცემების, დისერტაციებისა და რეფერატების, საარქივო დოკუმენტების, გაზეთისა და ჟურნალის სტატიების, სანოტო და აუდიო გამოცემებისა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სხვა მატერიალური რესურსების ციფრული ვერსიების შექმნას, ციფრული ბიბლიოთეკის დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ა.შ.

მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის მომენტიდან შედის,  თუმცა, მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, მხარეებს უფლება აქვთ ასევე დამატებითი ხელშეკრულებები და შეთანხმებები  გააფორმონ.  



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ